ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება? - კვირის პალიტრა

ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება?

ოპოზიციის, ექსპერტებისა და საზოგადოების ნაწილს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება 2012 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას რეალურ ვარიანტად განიხილავს.მათ ეჭვი მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ აღუძრა, რომლის მიხედვითაც ქუთაისში  პარლამენტის პირველი სხდომა  2012 წლის 26 მაისს გაიმართება. გარდა ამისა, პარლამენტმა დააჩქარა საკონსტიტუციო ცვლილებათა განხილვის პროცედურა. ამ ცვლილებების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობის 150-იდან 190-მდე გაზრდაა. თავად უმრავლესობის წევრები კატეგორიულად უარყოფენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.