სააკაშვილი კემერონს შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი კემერონს შეხვდა

დიდ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონს შეხვდა.კემერონმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. "ასევე დიდი კმაყოფილება გვინდა გამოვთქვათ იმის გამო, რომ ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ქართველმა სამხედროებმა ყველას უჩვენეს დიდი სიმამაცე და პროფესიონალიზმი იმ მისიაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნები არიან ჩართული"", -განაცხადა დევიდ კემერონმა.