ბაიდენი მხარდაჭერას გვიდასტურებს - კვირის პალიტრა

ბაიდენი მხარდაჭერას გვიდასტურებს

საქართველოს პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა და ჯოზეფ ბაიდენმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მოლაპარაკების დასრულებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.