პატრიარქმა ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ერთმანეთის გაფრთხილების, სიყვარულისა და დახმარებისკენ მოგვიწოდა. უწმინდესის თქმით, გახშირდა  ახალგაზრდებს შორის კონფლიქტები, რაც უპირველესად ცუდი აღზრდის შედეგია და ყველაზე დიდი დამნაშავე მშობელია. "ჩემს ბავშვობაში, როცა ადამიანი დაიღუპებოდა, თითქოს ცა ჩამოიქცეოდა ხოლმე, დღეს კი როცა ადამიანი გარდაიცვლება, ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს არაფერი მომხდარა", - ბრძანა ილია II-მ.