ივანიშვილი უფლებადაცვით პროექტებს იწყებს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი უფლებადაცვით პროექტებს იწყებს

ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იწყებს რამდენიმე უფლებადაცვით პროექტს.ეს ბიზნესმენისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

პროექტებს შორისაა პოლიტპატიმართა გათავისუფლებისთვის საჭირო მექანიზმების შექმნა, ყველა იმ პირის სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა, ვინც ახალი მოძრაობის მხარდასაჭერ პროცესში ჩაერთვება და პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების დევნის ობიექტი გახდება, ასევე პატიმრების დასახმარებელი სამართლებრივი და სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.