გამოხმაურება ინტერვიუზე - კვირის პალიტრა

გამოხმაურება ინტერვიუზე

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს ფართო გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში.განსაკუთრებული ინტერესი ინტერვიუს იმ ეპიზოდმა გამოიწვია, სადაც ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტნიორის ირაკლი ალასანიას აზრით,  ერთობა და ერთიანობა სხვაა და ის ბურჯანაძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილის აზრით კი, პოლიტიკიდან ვინმეს განდევნა პოლიტიკოსის საქმე არ არის, თუმცა, ივანიშვილმა დეტალურად განმარტა, რომ შეხვედრა და ურთიერთობა არ ნიშნავს პოლიტიკურ გაერთიანებას ყველასთან.

უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილს ნინო ბურჯანაძისა და პაატა ზაქარეიშვილის მსგავსი პარტნიორების არჩევა მოსკოვმა დაავალა. ცისკარიშვილი ინტერვიუს იმ ეპიზოდსაც გამოეხმაურა, სადაც ბიზნესმენი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკობს. უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ბიზნესმენს ქართული პასპორტი ხელისუფლებამ კი არა, კანონმა ჩამოართვა.