ბათუმმა სხდომას უმასპინძლა - კვირის პალიტრა

ბათუმმა სხდომას უმასპინძლა

ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველო ალიანსის სანდო პარტნიორია.  "ეს არის ჩვენი მრავალეთნიკური ქართველი ერის უძველესი ინსტინქტი - იყოს ახლოს დიდ, ცივილიზებულ ევროპულ გაერთიანებასთან. ამ შემთხვევაში - ევროატლანტიკურ გაერთიანებასთან, რომელთანაც ჩვენ საერთო ცივილიზაცია, კულტურა, ისტორია და ფასეულობები გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

საბჭოს წევრებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტშიც გამართეს.