არასაპარლამენტო ოპოზიციის სპეციალური განცხადება - კვირის პალიტრა

არასაპარლამენტო ოპოზიციის სპეციალური განცხადება

"საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა"დემოკრატიის ახალი

ტალღის"დაწყება, სინამდვილეში კი ვიზიტის დასრულებისთანავე განახლდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებთან დაუნდობელი მეთოდებით ანგარიშსწორება.  დემოკრატიის ახალი ტალღა ხელისუფლებისთვის"სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნაზეა ორიენტირებული!

პოლიტიკური ტერორი არ არის მხოლოდ შიდაპოლიტიკური პრობლემა. შეუძლებელია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და კონფლიქტების მოგვარებაზე ლაპარაკი იქ, სადაც ხელისუფლება თავად ოკუპანტივით და აგრესორივით ეპყრობა მოქალაქეებს. ხელისუფლებას კვლავაც არ ესმის, რომ შეიძლება დააშინო ადამიანთა ერთი ნაწილი გარკვეული დროით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ დააშინებ.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია თავისუფლების იდეალები: ერთიანი ძალებით აღვუდგეთ წინ ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე უფრო სამარცხვინო ფორმას  XXI საუკუნეში – მოქალაქეების დატერორებას განსხვავებული შეხედულებების გამო", – ნათქვამია განცხადებაში.