ბარაქს ირანის უბედურება გაუხარდა - კვირის პალიტრა

ბარაქს ირანის უბედურება გაუხარდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა კმაყოფილება გამოთქვა ირანის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებით. როგორც ბარაქმა განაცხადა, ის არ არის საქმის კურსში ინციდენტით გამოწვეული ნგრევის მასშტაბის შესახებ, თუმცა ცუდი არ იქნება, თუ მსგავსი კიდევ განმეორდება. ირანის ბიგდანეხის სამხედრო ბაზაზე გაუფრთხილებლობით გამოწვეული აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.