ქუვეითმაც "გაიღვიძა" - კვირის პალიტრა

ქუვეითმაც "გაიღვიძა"

ქუვეითში პრემიერ-მინისტრ ნასერ ალ-მუჰამედ ალ-საბახის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებმა ახალი ძალით იფეთქა. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს, შემდეგ კი პრემიერის სახლისკენ გაემართნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. პრემიერი ალ-საბახი ქუვეითის ემირის, საბახ ალ-საბახის ძმისშვილია. შესაბამისად, მონარქი არ ჩქარობს თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნათესავი, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ.