სირიაში ხოცვა-ჟლეტა გრძელდება - კვირის პალიტრა

სირიაში ხოცვა-ჟლეტა გრძელდება

სირიის დერაას პროვინციაში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებას 70 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა.მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ჰერბელ-გაზალში, სადაც სამხედროებმა 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ფუჭად ჩაიარა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მცდელობამ, რომელმაც სირია თავისი რიგებიდან გარიცხა და სისხლის ღვრის შეწყვეტა მოითხოვა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი არც გადადგომას აპირებს და არც ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას.