ევრაზიული კავშირი ხორცს ისხამს - კვირის პალიტრა

ევრაზიული კავშირი ხორცს ისხამს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, ყაზახეთის პირველმა პირმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კრემლში გააფორმეს დეკლარაცია ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ.ასევე, მხარეები ევრაზიის ეკონომიკური კომისიის შექმნის შესახებაც შეთანხმდნენ. მომდევნო ეტაპი ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება იქნება, საბოლოო მიზანი კი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნა, რომელში გაწევრება ყველა ქვეყანას შეეძლება. ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის, რომელიც დასავლელმა პოლიტოლოგებმა ამ ფორმით სსრკ-ის აღდგენის მცდელობაში დაადანაშაულეს.