დანიაში "რასობრივი ომისთვის" ემზადებიან - კვირის პალიტრა

დანიაში "რასობრივი ომისთვის" ემზადებიან

დანიის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ იაკობ შარფის ცნობით, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის მაგალითით აღფრთოვანებული ადგილობრივი ექსტრემისტები "რასობრივი ომისთვის" ემზადებიან.ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებმა უკვე შეადგინეს გასანადგურებელი პოლიტიკური ოპონენტების სია. სპეცსამსახურების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დანიელმა ექსტრემისტებმა კავშირი დაამყარეს უცხოელ ნეონაცისტებთან, რომელთაც იარაღის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. დანიური სპეცსამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.