გიგანტური ველოსიპედი - კვირის პალიტრა

გიგანტური ველოსიპედი

სასტუმრო "რედისონის" წინ დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დიღომში გადაიტანეს, გიგანტური ველოსიპედის სკულპტურამ ჩაანაცვლა.ველოსიპედი სიგრძეში 12 მეტრი, ხოლო სიმაღლეში 6 მეტრია. აქვს ორი საჭე და ერთმანეთისკენ მიმართული ორი სკამი. ბორბლებზე დაუმონტაჟდება ჰაერის განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტურბინები. ენერგია მისივე ბორბლების გასანათებლად დაიხარჯება და თან შექმნის ეფექტს, რომ ველოსიპედი მოძრაობს. ეს პროექტი საქართველოს 86 წლის ფრანგმა მხატვარმა ჟან დიუპიმ აჩუქა.  მერიის წარმომადგენლების აზრით, სკულპტურა "ველოსიპედის", როგორც ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა (ვრცლად იხ. გვ. 6-7).