რუსმა პოლიციელებმა 19 წლის ქართველი ცემით მოკლეს - კვირის პალიტრა

რუსმა პოლიციელებმა 19 წლის ქართველი ცემით მოკლეს

სამარაში, დასახლება უპრავლენჩენსკში პოლიციელებმა ცემით მოკლეს 19 წლის ქართველი მამუკა კახიშვილი.ახალგაზრდას თავს სამართალდამცველები კაფე "კასპიასთან" დაესხნენ, სადაც ის მეგობრებთან ერთად გართობას აპირებდა. კახიშვილს 8-10 პოლიციელი სცემდა. თვითმხილველთა ცნობით, ცემის შემდეგ პოლიციელებმა შეამჩნიეს, რომ კახიშვილი აღარ სუნთქავდა, მუცელზე სიგარეტი დაადეს და ამ გზით შეამოწმეს, ცოცხალი იყო თუ არა. მოკლულის მშობლების თქმით, 19 წლის ბიჭი ისე იყო ნაცემი, რომ ამოცნობაც კი გაუჭირდათ. პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ-ჯერობით არ აღძრულა.