პრეზიდენტი 23 ნოემბერს პატიმრებს შეიწყალებს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი 23 ნოემბერს პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულად, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებს შეიწყალებს.შეწყალების კომისიამ ქვეყნის პირველ პირს პატიმართა 100-კაციანი სია უკვე გაუგზავნა, რომელშიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები არიან, მათ შორის 10 ქალია და ერთი არასრულწლოვანი.