ბიუჯეტი 213 მილიონით იზრდება - კვირის პალიტრა

ბიუჯეტი 213 მილიონით იზრდება

მიმდინარე წლის ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით იზრდება.  ბიუჯეტის პროექტით, დაახლოებით 120 მილიონი ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები, სხვა შემოსავლებისგან მიღებული თანხა კი 100 მილიონ ლარს აღწევს. მთავრობის ინფორმაციით, თანხები გადანაწილდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე, სოფლის მეურნეობის პროექტებზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების ოთახების კეთილმოწყობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ა.შ. ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი 24 ნოემბერს შეიტანს.