გამყრელიძისა და საგანელიძის გზები გაიყო? - კვირის პალიტრა

გამყრელიძისა და საგანელიძის გზები გაიყო?

"ახალი მემარჯვენეების" მეათე, საიუბილეო ყრილობას არ ესწრებოდა პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი დავით საგანელიძე, რომელმაც ეს პოსტი "ახლების" სხვა ხელმძღვანელებთან სტრატეგიულ საკითხებში შეუთანხმებლობის გამო ცოტა ხნის წინ დატოვა.ყრილობის მონაწილეები არ ფლობდნენ ინფორმაციას საგანელიძის არყოფნის მიზეზების შესახებ, თავად ყოფილ გენმდივანს კი ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შესაბამისად, გავრცელდა ვერსია, რომ მან პარტია საბოლოოდ დატოვა. ყრილობაზე კი "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარედ კვლავ დავით გამყრელიძე აირჩიეს.