საარჩევნო კომისიას კაციტაძე უხელმძღვანელებს - კვირის პალიტრა

საარჩევნო კომისიას კაციტაძე უხელმძღვანელებს

საარჩევნო სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიას "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე უხელმძღვანელებს, რომელიც თავმჯდომარედ კომისიის პირველ სხდომაზე აირჩიეს.კომისიაში "ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს 7-7 წარმომადგენელი ჰყავთ. კომისია 15 ნოემბერს პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა და მან დაზუსტებული საარჩევნო სიები 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა წარადგინოს.