ქადაგიძემ "ქართუ" გააფრთხილა - კვირის პალიტრა

ქადაგიძემ "ქართუ" გააფრთხილა

პარლამენტში სტუმრობისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ თუ "ქართუ ბანკის" მესვეურები პოლიტიკას არ გაემიჯნებიან და იქ წესრიგს არ დაამყარებენ, ამას ეროვნული ბანკი გააკეთებს. ქადაგიძის თქმით, ბანკირი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, ბანკი პოლიტიკური დაჯგუფების მხარდამჭერ ხელმოწერებს არ უნდა აგროვებდეს და არც პარტიის პრესცენტრის როლს ასრულებდეს. "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სწორედ ხელისუფლებამ მოახდინა საკითხის პოლიტიზება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან რამდენიმე დღეში ბანკს შეუტიეს. ასევე, "ქართუ ბანკმა" განცხადებაც გაავრცელა და ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის გაგრძელებაში.