"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უცბად ვერ მოხერხდება" - კვირის პალიტრა

"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უცბად ვერ მოხერხდება"

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მოკლე დროში ვერ მოხერხდება, თუმცა გამორიცხული არაფერია. როგორც ბიზნესმენმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, არსებული კრიზისები გეოპოლიტიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაში შესაძლოა, დიდი წვლილი შეიტანოს. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა აფხაზებისა და ოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება. ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს და განაცხადა, რომ მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერით აიძულებენ მიხეილ სააკაშვილს, დაუბრუნდეს კანონის სივრცეს. Mმისი თქმით, თუ მოქალაქეობას არ დაუბრუნებენ, არც ეს იქნება დიდი პრობლემა. "ეს 1 ან 2 პროცენტით შეცვლის მდგომარეობას. ჩამოვაყალიბებთ პარტიას და შედეგს მაინც მივიღებთ. დეპორტაციაც არაფერს მისცემს სააკაშვილსა და მის გუნდს. მოსახლეობა აღარ დაიბნევა. გაიმარჯვებს რეალური ოპოზიცია", - აღნიშნა ბიზნესმენმა.