რაისის განმარტება - კვირის პალიტრა

რაისის განმარტება

გამოცემა  Atlantic Magazin-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯოშუა კუცერას სტატია, რომელიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარებიდან ციტატებს ეყრდნობა და საქართველო-რუსეთის კონფლიქტზეა ლაპარაკი.სტატიაში რაისზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა და ამერიკელების რჩევებს ყურად არ იღებდა. წერილს რაისი გამოეხმაურა და სტატიის ავტორი სიზუსტის დაუცველობაში დაადანაშაულა. კერძოდ, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, სტატიიდან გამოდის, თითქოს მან ქართველები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. რაისის თქმით, მისი წიგნიდან ნათელია, რომ პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს, რომელიც ქართველების მიმართ ყველაზე უხეში იყო (ვრცლად იხ. გვ. 35).