ეშტონმა მადლობა გადაგვიხადა - კვირის პალიტრა

ეშტონმა მადლობა გადაგვიხადა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისარმა ქეთრინ ეშტონმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შეშვებისთვის და აღნიშნა, რომ ეს თბილისისთვის პროგრესული გადაწყვეტილება იყო.ეშტონმა ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოს ევროინტეგრაციის მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისსა და ბრიუსელს შორის  თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს. სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კი ევროკომისარმა განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ეშტონმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო კოდექსის დამტკიცებამდე მიიღოს და განიხილოს ვენეციის კომისიის აზრი. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს მიმდინარე რეფორმებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.