პატრიარქი მოსკოვში იმყოფება - კვირის პალიტრა

პატრიარქი მოსკოვში იმყოფება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. ილია მეორეს აეროპორტში დახვდნენ კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, რუსეთის საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები და  მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი.

ილია მეორე მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პატრიარქ კირილს შეხვდა, რომლის დროსაც რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

პატრიარქი გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს.