ევროპარლამენტის რეზოლუცია - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო  რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, ევროპის საკანონმდებლო ორგანომ მოუწოდა ევროკავშირს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა მოსკოვმა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. Eევროპარლამენტის რეკომენდაციით, ევროკავშირმა უნდა ურჩიოს რუსეთს, შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ და დაასრულოს საქართველოს ამ ტერიტორიების ოკუპაცია. რეზოლუციაში ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას დევნილების უფლებების დაცვისა და მედიათავისუფლების ხელშეწყობისკენაც მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი ევროპარლამენტის  527-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 წინააღმდეგი იყო, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეზოლუციას "ისტორიული და რუსეთის მზაკვრულ გეგმებზე წარმოუდგენელი დარტყმა" უწოდა.