პატრიარქმა ივანიშვილი მიიღო - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ივანიშვილი მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში ეწვია. "ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა უწმინდესმა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით კი საქართველოს მომავალსა და დღევანდელობაზე ისაუბრეს. ივანიშვილის თქმით, ეს ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო მის ცხოვრებაში და პატრიარქისგან ბევრი რჩევა მიიღო.