ეთიოპიის ჯარები სომალიში შეიჭრნენ - კვირის პალიტრა

ეთიოპიის ჯარები სომალიში შეიჭრნენ

ეთიოპიის ჯარები ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-შაბააბის" გასანადგურებლად სომალიში შეიჭრნენ.ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს კენიაც, საიდანაც "ალ-შაბააბი" ხშირად იტაცებს ადამიანებს. გავრცელებული ინფორმაციით, კენიელებს ოპერაციაში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ეხმარებიან. ბოლოს ეთიოპიამ ჯარები სომალიში რადიკალური ორგანიზაცია "ისლამური სასამართლოთა კავშირის" გასანადგურებლად 2006 წელს შეიყვანა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.