ნეთანიაჰუს არაბული რევოლუციები აშინებს - კვირის პალიტრა

ნეთანიაჰუს არაბული რევოლუციები აშინებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლელი პოლიტიკოსები არაბული რევოლუციების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. მისი აზრით, დასავლელი ლიდერები შეცდნენ, როდესაც 2011 წლის იანვარ-თებერვალში ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას მხარი დაუჭირეს. ნეთანიაჰუს აზრით, რევოლუციებმა ისლამური, ანტიდემოკრატიული, ანტიისრაელური ხასიათი  მიიღო. პრემიერის აზრით, არაბული ქვეყნების ახალ ხელისუფლებებთან, რომლებმაც კორუმპირებული დიქტატორები შეცვალეს, ურთიერთობა უფრო ძნელი იქნება და ისლამისტური პოზიციის გამო საფრთხეს შეუქმნიან რეგიონში უსაფრთხოებას.