სალეჰი გადადგა - კვირის პალიტრა

სალეჰი გადადგა

იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა ელ-რიადში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ის თმობს ძალაუფლებას, სამაგიეროდ კი ხელშეუხებლობის იმუნიტეტს მიიღებს.ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ში აპირებს წასვლას. სალეჰის გადადგომას იემენში ვითარება არ დაუმშვიდებია, რადგან ოპოზიციის რადიკალური ფრთა მის სიკვდილით დასჯას ითხოვს. მორიგ შეტაკებას 7 კაცი ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა. სალეჰის გადადგომას ოპოზიცია 2011 წლის იანვრიდან მოითხოვდა. ქვეყანაში არეულობას 2000-ზე მეტი კაცი შეეწირა.