აშშ რუსეთის გამო გეგმებს არ შეცვლის - კვირის პალიტრა

აშშ რუსეთის გამო გეგმებს არ შეცვლის

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის პრეტენზიების მიუხედავად, აშშ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებულ გეგმებს არ შეცვლის.ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები პოლონეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, თურქეთში, ჰოლანდიასა და ესპანეთში ფუნქციონირებას 2012 წელს დაიწყებენ. თეთრმა სახლმა არაერთხელ განუცხადა მოსკოვს, რომ სისტემა ისეთი ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხის ასაცილებლად სჭირდება, როგორიც ირანია. თუმცა კრემლში მიაჩნიათ, რომ ამერიკული სისტემა მათაც ემუქრებათ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, ბალისტიკური რაკეტები ისეთი ახალი ქობინებით აღჭურვოს, რომელთაც ზემოხსენებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაძლევა შეუძლიათ.