შეტაკებები სამთავრობო ცვლილებებით დასრულდა - კვირის პალიტრა

შეტაკებები სამთავრობო ცვლილებებით დასრულდა

ეგვიპტეში შეტაკებები სამთავრობო ცვლილებებით დასრულდა. კაიროში, ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები სამხედრო საბჭოს ხელისუფლებისგან ჩამოცილებას ითხოვდნენ. ხელისუფლებამ აქცია დაარბია, რასაც 35 კაცი შეეწირა. მოგვიანებით, სამხედრო საბჭომ დემონსტრანტების დაღუპვისთვის ბოდიში მოიხადა, მთავრობა კი გადადგა. ამის შემდეგ სამხედრო საბჭომ შექმნა "ეროვნული ხსნის მთავრობა", რომელსაც სათავეში ქამალ განზური ჩაუდგა. განზური ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი 1996-1999 წლებში იყო.