ბურჯანაძის უარი - კვირის პალიტრა

ბურჯანაძის უარი

ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების სელექცია მოხდა, რამდენიმე აქტიური

პარტია  სხდომაზე არ დაპატიჟეს.

"სხდომა მიხეილ სააკაშვილის მორიგი შოუ და ფსევდოშემოთავაზებაა", – განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, არ შეიძლება სხდომას შედეგი მოჰყვეს, უშიშროების საბჭო არის ფიქციური ორგანო და გადაწყვეტილებები სრულიად სხვა ფორმატში, უფრო დახურულად და ვიწრო ჯგუფებში მიიღება.

"ხელისუფლებაში ხშირად ამბობენ, რომ ოპოზიციაში რუსეთთან დაკავშირებული პირები არიან. გაუგებარია, რატომ იწვევენ ასეთ პირებს სხდომაზე, სადაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები უნდა განიხილონ. ხელისუფლებამ უნდა მოიხადოს ბოდიში და აღიაროს, რომ ეს იყო ცრუბრალდებები", – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.