ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა - კვირის პალიტრა

ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა

"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ. ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეს ენიჭება სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.