დარღვევები ტუბერკულოზის პროგრამაში - კვირის პალიტრა

დარღვევები ტუბერკულოზის პროგრამაში

კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის  გიორგი ალასანიას ცნობით, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში უხეში დარღვევებია.კერძოდ, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან. ხელოვნურად იყო გაზრდილი ქირურგიული ოპერაციებისა და ტუბდისპანსერებში საწოლი დღეების ღირებულება. 2008-2011 წლებში ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში უკანონოდ გაიხარჯა 2.400.000 ლარი.