ქდმ და ბაღათურია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

ქდმ და ბაღათურია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარება ზღაპარ "ლურჯ მელიას" აგონებს.ამას ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ უპასუხა, - ბაღათურია იმიტომ არის განაწყენებული, თავის დროზე უმცირესობაში არ მივიღეთო. მისი თქმით, ბაღათურია უმცირესობის წევრი რომ ყოფილიყო, ქრისტიან-დემოკრატი თამაზ კვაჭანტირაძე მას აუხსნიდა, რომ "ლურჯი მელია" ზღაპარი და მულტფილმი კი არა, იგავ-არაკია, თავად ბაღათურია კი ვეფხვაძემ "გაყოყოჩებულ ყურშას" შეადარა.