მიხალკოვი ევრაზიის კავშირში გვეპატიჟება - კვირის პალიტრა

მიხალკოვი ევრაზიის კავშირში გვეპატიჟება

რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი საქართველოს ევრაზიის კავშირში ეპატიჟება, რომლის შექმნის ინიციატორი პუტინია და რომელიც დასავლეთში ახალ საბჭოთა კავშირად მონათლეს. "ევრაზიის კავშირი საქართველოს გარეშე ღარიბი იქნება. წარმოიდგინეთ, შეიქმნას ევრაზიული კავშირი და მასში საქართველო არ შევიდეს. ერთმანეთის გარეშე რას გავხდებით?" - განაცხადა რეჟისორმა.