მედვედევის აღიარება - კვირის პალიტრა

მედვედევის აღიარება

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ვლადიკავკაზში 58-ე არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი შედეგი ნატოს გაფართოების შეჩერება იყო. მისი თქმით, საქართველოსთან ომი რომ არ ყოფილიყო, ნატოში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ და დღეს სულ სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნებოდა. ოფიციალურმა თბილისმა მედვედევის განცხადება იმის აღიარებად მიიჩნია, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და საქართველოს საგარეო უწყებამ შესაბამისი ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.