თინა ხიდაშელი მერიას კორუფციაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

რესპუბლიკური პარტიის“ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი თბილისის მერიას ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შპს "გრინ სერვისი", რომელიც ქალაქის გამწვანებაზე მუშაობს, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის, ლაშა ფურცხვანიძის საკუთრებაა და ტენდერების ერთადერთი მონაწილე და შესაბამისად, გამარჯვებულიც ყოველთვის ეს კომპანიაა. "როდესაც ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, კომპანია 4 პირს ეკუთვნოდა, მისი გადადგომის შემდგომ კი სიმბოლურ ფასად კომპანია ლაშა ფურცხვანიძესა და მის მოადგილე კობა ხარშილაძეს გადაეცათ. ისინი გახდნენ 50-50%-იანი წილის მფლობელები", - განაცხადა ხიდაშელმა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან ამ კომპანიას 2011 წლის განმავლობაში 6 მილიონი გადაეცა.