"ქართული ოცნება" 11 დეკემბერს დაფუძნდება - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" 11 დეკემბერს დაფუძნდება

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნება" პრეზენტაცია 11 დეკემბერს, ფილარმონიაში გაიმართება. მოძრაობის დაფუძნება 25 ნოემბერს, სპორტის სასახლეში იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესმენის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ 3 ნოემბრიდან სპორტის სასახლის ადმინისტრაციისგან არ მიუღიათ პასუხი დარბაზის გამოყოფის თაობაზე. თავად სასახლის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.