ეროვნული ბანკი კალაძის ბანკშიც შევიდა - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკი კალაძის ბანკშიც შევიდა

კახა კალაძის "პროგრესბანკის" 8,67%-ის მფლობელი  ბიძინა ივანიშვილი გახდა, ხოლო "ქართუ ბანკსა" და "პროგრესბანკს" შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. კალაძის განცხადებით, ბიზნესგარიგებიდან მეორე დღესვე ეროვნული ბანკი შემოწმების მიზნით "პროგრესბანკში" შევიდა, რაც საბანკო ტერორის გაგრძელებაა, რომელიც "ქართუ ბანკიდან" დაიწყო. კალაძე აცხადებს, რომ ძალაშია მისი წინადადება, რომლის თანახმადაც, მან არსებულ რეჟიმთან კონსტიტუციურ ბრძოლაში ივანიშვილს თანადგომა შესთავაზა.“"ეს არის ერთ კაცზე მორგებული რეჟიმი, მან თავისი შესაძლებლობანი დიდი ხანია ამოწურა. წლების განმავლობაში მისი მთავარი ფუნქცია იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტების ურცხვად მიწერა და ლენტის გაჭრა, ტელეკამერების წინ კეკლუცობა", - აცხადებს კალაძე (ვრცლად იხ. გვ. 7).