ბიუჯეტი გაიზარდა - კვირის პალიტრა

ბიუჯეტი გაიზარდა

პარლამენტმა 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხაზინა 219.6 მილიონი ლარით გაიზარდა.ასიგნებები მოხმარდება ლტოლვილთა სახლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, გუდაურისა და მესტიის კურორტებზე საბაგირო გზების მშენებლობას; სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პაემნების ოთახების მოწყობას, მედიკამენტების შეძენასა და კომუნალური ხარჯების, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებას; თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტსა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.