ხელისუფლებამ რევოლუციის მე-8 წლისთავი აღნიშნა - კვირის პალიტრა

ხელისუფლებამ რევოლუციის მე-8 წლისთავი აღნიშნა

საქართველოს ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" მე-8 წლისთავი აღნიშნა.დღის მთავარი მოქმედი გმირი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. მან ჯერ დიღომში ახალი სავაჭრო ცენტრი, შემდეგ კი განახლებული აღმაშენებლის პროსპექტი გახსნა და განაცხადა, რომ საქართველოს საბჭოთა წარსულში ვერავინ დააბრუნებს. პრეზიდენტმა მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან"“"რუსთაველამდე" იმგზავრა და აღნიშნა,“რომ ვაგონები ასე სავსე არ უნდა იყოს. მოგვიანებით, სააკაშვილმა რიყეზე რონალდ რეიგანის ძეგლიც გახსნა და სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საპატრიარქოს უწოდა "კრემლის ფილიალი, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს". შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. "ვარდების რევოლუციის" მე-8 წლისთავზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში  დაფუძნდა რონალდ რეიგანის თავისუფლების ცენტრი, რომელიც აშშ-ში რეიგანის ფონდის ოფიციალური პარტნიორია.