"პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება"

6 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასა და პარლამენტს ლიბერალური ეკონომიკისკონსტიტუციით გარანტირებულობა შესთავაზა.

'' თავისუფლების აქტი, პირველ, რიგში კონსტიტუციურად დაიცავს მკაცრ და გამჭვირვალე წესებს, რომელიც შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადახედოს ეკონომიკურ მმართველობას და გადაუხვიოს ლიბერალურ ეკონომიკურ მიმართულებას, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანამდე პრეზიდენტმა ლიბერალური ეკონომიკის საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ლიბერალური  ეკონომიკა იყო ილია ჭავჭავაძის აუხდენელი ოცნება. პეტრე მამრაძის თქმით, მისთვის მისაღებია ეკონომიკური თავისუფლებისთვის კონსტიტუციური გარანტიის მინიჭება, თუმცა დეპუტატი შიშობს, რომ "ამის შემდეგ ბიზნესს უფრო მეტად დაერევიან". "ტრაგიკულია, რომ პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. ვიცით, როგორც მოქმედებენ საგადასახადო სამსახურები და ეს ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა თქვა, მხოლოდ ფორმალობაა", - მიაჩნია მამრაძეს.