სააკაშვილი ტალიავინის ნაწილობრივ ეთანხმება - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ტალიავინის ნაწილობრივ ეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ტალიავინის კომისიის ანგარიშს  ნაწილობრივ

ეთანხმება.

"ყველაზე მთავარი მესიჯი ის არის, რომ დასკვნაში გარკვევით, შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთი საომარი მოქმედებებისთვის გაცილებით ადრე ემზადებოდა და რომ დიდმა ქვეყანამ პატარა ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. ასევე დადასტურდა ეთნიკური წმენდის ფაქტები. საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის შემოჭრა კი შეფასდა, როგორც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ოკუპაცია", - განაცხადა სააკაშვილმა.

იგი მტკნარ სიცრუეს უწოდებს ბრალდებას იმის შესახებ, რომ თითქოს ქართული მხარე ღამით მძინარე მშვიდობიან ქალაქს დაესხა თავს და ადგილობრივ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა.