ოქრუაშვილი ბურჯანაძის მოწოდებას უერთდება - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილი ბურჯანაძის მოწოდებას უერთდება

"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი უერთდება ნინო ბურჯანაძის მოწოდებას, დემოკრატიული ფრონტის

შექმნასთან დაკავშირებით. ირაკლი ოქრუაშვილის  განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოძრაობა უნდა გახდეს სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის მომტანი და ვერდიქტის გამომტანი, რაც ქვეყანას "არსებული უმძიმესი კრიზისიდან" გამოიყვანს. ირაკლი ოქრუაშვილი ამავე განცხადებაში ტალიავინის მისიის დასკვნასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ "ტალიავინის დასკვნა საკმაოდ რთულ და სამწუხარო რეალობას ხატავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომი განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებებისათვის შეფასების თვალსაზრისით".