თურქეთსა და სომხეთს შორის ყინული გალხვა - კვირის პალიტრა

თურქეთსა და სომხეთს შორის ყინული გალხვა

10 ოქტომბრის საღამოს, ციურიხის უნივერსიტეტში თურქეთსომხეთს შორის გაფორმებული პროტოკოლები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის

ურთიერთობის ნორმალიზაციას.

მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლებს: "სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესახებ" და "სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ". დოკუმენტებს ხელი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ედუარდ ნალბანდიანმა და ახმეტ დავუტოღლუმ მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროტოკოლების ძალაში შესვლიდან ორი თვის განმავლობაში გახსნიან ქვეყნებს შორის არსებულ საზღვარს.