შეხვედრის თემა არ ხმაურდება - კვირის პალიტრა

შეხვედრის თემა არ ხმაურდება

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მოსკოვს ესტუმრება. კრემლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის

მიწვევით იმართება.  მედვედევი და სარქისიანი ერთმანეთს 8 ოქტომბერს დსთ-ის პრეზიდენტთა სამიტზეც შეხვდნენ. შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც ესწრებოდა. პრეზიდენტების შეხვედრის თემა არ გახმაურებულა, თუმცა აღინიშნა, რომ დიალოგი ყარაბაღის საკითხს შეეხებოდა