ბრეივიკი შეურაცხადად აღიარეს - კვირის პალიტრა

ბრეივიკი შეურაცხადად აღიარეს

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი ფსიქიატრებმა შეურაცხადად აღიარეს. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით, ტერაქტებისას და მას შემდეგაც ბრეივიკის ქმედება ადასტურებს, რომ ის სულით ავადმყოფია.თუ ფსიქიატრთა დასკვნა სასამართლომ დაამტკიცა, ბრეივიკს აღარ გაასამართლებენ და მას იძულებით მკურნალობას მიუსჯიან. 2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ოსლოში და კუნძულ უტოიაზე ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, რასაც 77 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ქართველი გვანცა ლიპარტელიანი.