ობამა ბოდიშს არ მოიხდის - კვირის პალიტრა

ობამა ბოდიშს არ მოიხდის

ბარაქ ობამა არ აპირებს ოფიციალური ბოდიში მოიხადოს პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო. კერძოდ, ამერიკულმა ვერტმფრენებმა  პაკისტანელი მესაზღვრეების ბლოკსაგუშაგო დაცხრილეს, რასაც 25 მესაზღვრე შეეწირა. პაკისტანმა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნია და გადაკეტა გზა, რომლითაც ნატო ავღანეთში განლაგებულ ძალებს საწვავსა და აღჭურვილობას აწვდიდა. ნატომ შეცდომა აღიარა, თუმცა თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ სანამ სპეციალური კომისია ბოლომდე არ შეისწავლის მომხდარის დეტალებს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს.