ობამა ბოდიშს არ მოიხდის
05-12-2011
ბარაქ ობამა არ აპირებს ოფიციალური ბოდიში მოიხადოს პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო. კერძოდ, ამერიკულმა ვერტმფრენებმა  პაკისტანელი მესაზღვრეების ბლოკსაგუშაგო დაცხრილეს, რასაც 25 მესაზღვრე შეეწირა. პაკისტანმა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნია და გადაკეტა გზა, რომლითაც ნატო ავღანეთში განლაგებულ ძალებს საწვავსა და აღჭურვილობას აწვდიდა. ნატომ შეცდომა აღიარა, თუმცა თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ სანამ სპეციალური კომისია ბოლომდე არ შეისწავლის მომხდარის დეტალებს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს.

shilda
07 დეკემბერი 2011 01:55
თავქვეშ დაიდონ თავისი ბოდიში, ობამას ბოდიში იმ ადმიანებს გააცოცხლებს?
რომელიმე ქვეყნის ვეტმფრენს რო იგივე ამერიკის საგუშაგოსთან გაეკეთებინა და 25 ამერიკელი მესაზღვრე ჩაეცხრილა,ნეტა თეთრი სახლი სპეციალური კომისიისგან ბოლომდე შესწავლას დაელოდებოდა? თუ მარტო (დემოკრატიული)ამერიკელები არიან ადამიანები და ვისაც უნდათ იმას მოკლავენ.

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები